Monday, November 17, 2008

კონკურსები

პროექტები

  • 25 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა სკოლის XIIკლასელთათვის სემინარები ჩაატარეს თემაზე "არ დანებდე ტრეფიკინგს".
  • არასამთავრობო ორგანიზაცია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის ხელშემწყობი ცენტრი ახორციელებს პროექტს "ღირსეული მოქალაქეობა დემოკრატიული საქართველოსათვის", რომელშიც ჩვენი სკოლის 26 მოსწავლე VIII-IX კლასელები მონაწილეობენ.

პროფესიული განვითარება

  • 1 ნოემბრიდან ჩვენი სკოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფონდ "ირმის ნახტომისა" და GEARN -ის "საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტს" მასპინძლობდა, რომლის მონაწილე ჩვენი სკოლის წარმომაგენლებიც გახდნენ. სკოლის ინფორმაციულ მენეჯერთან ერთად კურსი ქართული ენის მასწავლებელიმა ნათია ხაზარაძემ და მათემატიკის მასწავლებელმა თამარ მურუსიძემ გაიარა. ტრენინგების კურსს საინტერესოდ უძღვებოდა ბატონი პავლე თვალიაშვილი.
  • 5-7 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია "განათლება და სამყაროს" ხელმძღვანელობით ჩატარდა ტრენინგების კურსი "სტრესი, ფსიქოლოგიური ტრამვა და ტრამვირებულ მოსწავლეებთან მუშაობის სპეციფიკა", რომელშიც მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის პედაგოგები: ქართული ენა-მანანა ჯიშკარიანი, მათემატიკა-თამარ ხმალაძე.

Sunday, November 16, 2008

ღია გაკვეთილები

  • 23 სექტემბერი განსაკუთრებული დღე იყო Iა კლასის მოსწავლეთათვის. "ანბანთან შეხვედრა" ასე ერქვა იმ I ღია გაკვეთილს, რომელიც პირველ კლასელებს, კლასის ხელმძღვანელმა ინგა ჟვანიამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩაუტარდა.
  • "თანადგომა" I ღია გაკვეთილია Iგ კლასელებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც 26 სექტემბერს ჩატარდა კლასის ხელმძღვანელის ნანა არბოლიშვილის მიერ.
  • 2008 წლის 8 ოქტომბრდან ინეგრირებული გაკვათილების კონკურსი დაიწყო ჩვენს სკოლაში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფონდ "ირმის ნახტომის" ინტეგრირებული გაკვეთილების კონკურსის ფარგლემში ტარდება. სასკოლო კომისიის თავმჯდომარეები არიან: დაწყებით კლასებში- დაწყებითი კლასების პედაგოგი ლელა მოსეშვილი, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურზე ფიზიკა-ინფორმატიკის მასწავლებელი მაკა ჭელიძე.
  1. IXა კლასი - გაკვეთილის თემა "მიწის ყივილი". პედაგოგები: ქართული ენა -რუსუდან ხობუა, საზოგადოებრივი მეცნიერებები- ამირან მაჩალაძე.
  2. VIა კლასი - გაკვეთილის თემა იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა". პეაგოგები: ქართული ენა - ცირა მელაძე, ისტორია-თეა გაგუა, მუსიკა-გულერი გრძელიშვილი.
  3. IIა კლასი- გაკვეთილის თემა "ოქროსფერი შემოდგომა". პედაგოგები: ქართული ენა ანა ჭანტურია, ბუნება-ლელა ბრეგაძე, მუსიკა-ნინო ბახსოლიანი.
  4. IVა კლასი- გაკვეთილის თემა "აფიშა". პედაგოგები: ქართული ენა-ნინო ოლაბერიძე, ხელოვნება-ლალი ბეგალიშვილი.
  5. Iა კლასი- გაკვეთილის თემა "ოჯახი". პედაგოგები: ბუნება-ნანა არბოლიშვილი, ქართული ენა და ლიტერატურა-ნანა არბოლიშვილი, ხელოვნება-თინათინ ხითარიშვილი, მუსიკა-ნინო ბახსოლიანი.
  6. IIგ კლასი-გაკვეთილის თემა "შემოდგომის სურათი". პედაგოგები: ბუნება-სალომე თადუმაძე, ქართული ენა-სალომე თადუმაძე, მუსიკა-ნინო ბახსოლიანი, ხელოვნება-თინათინ ხითარიშვილი.
  7. Xბ კლასი- გაკვეთილის თემა "მჟავეები". პედაგოგები: ქიმია- ცისანა დვალიშვილი, ბიოლოგია-მერი ქვაჩაკიძე, ფიზიკა-მაკა ციბაძე.
  8. IXა კლასი- გაკვეთილის თემა "საქარტველოს პოლიტიკური ორიენტაცია XVIIIსკ-ს Iნახევარში". პედაგოგები: ისტორია-ამირან მაჩალაძე, ქართული ენა- რუსუდან ხობუა.
  9. VIIIბ კლასი-გაკვეთილის თემა "სამოქალაქო ომი ამერიკაში". პედაგოგები: საზოგადოებრივი მეცნიერებიები-მაკა თორთლაძე, , ინგლისური ენა- ციცინო გაბააძე, მუსიკა-ლია კალანაძე, ხელოვნება-ლალი ბეგალიშვილი.
  10. Vა კლასი-გაკვეთილის თემა "ვახტანგ გორგასალი". პედაგოგები- ისტორია-თეა გაგუა, რელიგიის ისტორია-გულერი გრძელიშვილი, მათემატიკა-თამარ მურუსიძე, მუსიკა-გულერი გრძელიშვილი.
  11. Xა კლასი-გაკვეთილის ტემა "სიმეტრია". პედაგოგები: მათემატიკა-თამარ მურუსუძე, ხელოვნება-ლალი ბეგალიშვილი.
  12. Xბ კლასი-გაკვეთილის თემა-ჯ. ქარჩხაძის "იგი". პედაგოგები: ქართული ენა-მადონა ჭელიძე, ბიოლოგია-მერი ქვაჩაკიძე, ისტორია-ამირან მაჩალაძე.

ღონისძიებები

  • 2008-2009 სასწავლო წელი 15 სექტემბერს ტრადიციული განწყობით დაიწყო, თუმცა სასწავლო წლის დასაწყოსის სიხარულს აფერმკთალება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. (აგვისრო სექტემბრის მოვლენები). სკოლის მოსწავლეებმა, მშობვლებმა და მასწავლებლებმა საგანგებოთ გამართულ "ცოდნის ზეიმზე" სასწავლო წლის დასაწყის მიულოცეს საზოგადოებას. გვყავდა განსაკუთრებული სტუმრებიც: ქ. ქუთაისის ვიცემერი ბატონი ზაზა ნუცუბიძე და ქ. ქუთაისის მერიის განათლების სამსახურის უფროსი ქალბატონი მაყვალა ქობულაძე. სტუმრებმა წარმატებები უსურვეს სკოლას, ხოლო სკოლის დირექტორმა დააჯილდოვა გასული წლის წარჩინებული მოსწავლეები და გზა დაულოცა სკოლის პირველ კლასელებს. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლაში პირველი ზარიც ახმიანდა.
  • 2008 წლის 27 ოქტომნერს სკოლის სტუმარი იყო საქართველოს სახალხო არტისტი ქალბქტონი ზინაიდა კვერენჩხილაძე. IXა კლასის მოსწავლეებისა და კლასის ხელმძღვანელის ინიციატივით ჩატარდა ღია გაკვეთილი "შეხვედრა მსახიობთან", ღის ბოლოს ქალბატონი ზინაიდა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
  • 11 ნოემბერს სკოლას განსაკუთრებული სტუმარი ეწვია. სკოლის დირექციისა და ქ. ქუთაისის სპორტული მუზეუმის ხელმძღვანელოს ბატონ ზურაბ ჯავახაძის ინიციატივით სკოლის სტუმარი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე გახლდა. შეხვედრა საინტერესო ფორმატით წარიმართა. სკოლის მოსწავლეები ოლიმპიური ჩემპიონის როგორც პორტული და საზოგადოებრივი ასევე პირადი ცხოვრებითაც ძალიან დაინტერესდნენ, რაც მათ მიერ დასმულ საინტერესო კითხვებშიც გამოიხატა. ოლიმპიური ჩემპიონი საინტერესო მოსაუბრე გამოდგა, იგი გულწრფელად პასუხობდა მოზარდთა კთხვებს.