Sunday, November 16, 2008

ღონისძიებები

  • 2008-2009 სასწავლო წელი 15 სექტემბერს ტრადიციული განწყობით დაიწყო, თუმცა სასწავლო წლის დასაწყოსის სიხარულს აფერმკთალება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. (აგვისრო სექტემბრის მოვლენები). სკოლის მოსწავლეებმა, მშობვლებმა და მასწავლებლებმა საგანგებოთ გამართულ "ცოდნის ზეიმზე" სასწავლო წლის დასაწყის მიულოცეს საზოგადოებას. გვყავდა განსაკუთრებული სტუმრებიც: ქ. ქუთაისის ვიცემერი ბატონი ზაზა ნუცუბიძე და ქ. ქუთაისის მერიის განათლების სამსახურის უფროსი ქალბატონი მაყვალა ქობულაძე. სტუმრებმა წარმატებები უსურვეს სკოლას, ხოლო სკოლის დირექტორმა დააჯილდოვა გასული წლის წარჩინებული მოსწავლეები და გზა დაულოცა სკოლის პირველ კლასელებს. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლაში პირველი ზარიც ახმიანდა.
  • 2008 წლის 27 ოქტომნერს სკოლის სტუმარი იყო საქართველოს სახალხო არტისტი ქალბქტონი ზინაიდა კვერენჩხილაძე. IXა კლასის მოსწავლეებისა და კლასის ხელმძღვანელის ინიციატივით ჩატარდა ღია გაკვეთილი "შეხვედრა მსახიობთან", ღის ბოლოს ქალბატონი ზინაიდა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
  • 11 ნოემბერს სკოლას განსაკუთრებული სტუმარი ეწვია. სკოლის დირექციისა და ქ. ქუთაისის სპორტული მუზეუმის ხელმძღვანელოს ბატონ ზურაბ ჯავახაძის ინიციატივით სკოლის სტუმარი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე გახლდა. შეხვედრა საინტერესო ფორმატით წარიმართა. სკოლის მოსწავლეები ოლიმპიური ჩემპიონის როგორც პორტული და საზოგადოებრივი ასევე პირადი ცხოვრებითაც ძალიან დაინტერესდნენ, რაც მათ მიერ დასმულ საინტერესო კითხვებშიც გამოიხატა. ოლიმპიური ჩემპიონი საინტერესო მოსაუბრე გამოდგა, იგი გულწრფელად პასუხობდა მოზარდთა კთხვებს.

No comments: